ავსტრალია უკრაინისთვის "დრონების კოალიციას" უერთდება

ავსტრალიის თავდაცვის მინისტრმა რიჩარდ მარლსმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინისთვის შექმნილ დრონების კოალიციას შეუერთდა. ამის შესახებ The Guardian იტყობინება.

„ავსტრალია შეუერთდება გაერთიანებულ სამეფოს და ლატვიას უკრაინისთვის უპილოტო თვითმფრინავების მიწოდების ძალისხმევაში, რუსული ძალების მოსაგერიებლად და ეს არის „დრონების კოალიციის“ შეთანხმების ნაწილი,“ - განმარტა მან ბრიტანელ კოლეგა გრანტ შაპსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, ავსტრალია გააგრძელებს „ჩვენი წვლილი შეიტანოს იმ მცდელობებში, რომ უკრაინამ შეძლოს „ამ კონფლიქტის თავისი პირობებით გადაჭრა.“